Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu


2022-2023 ს/წ

თანამშრომლებთან შეხვდრა: მასწავლებლთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მაღალქულიანი საკითხების განხილვა.

                               
      

     2023 წლის 6 თებერვალს, მე და ჩემმა კოლეგა ხათუნა სულიაურმა, ჩავნიშნეთ ონლაინ შეხვედრა ჩვენი სკოლის თანამშრომლებთან, Teams-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრა ითვალისწინებდა ჩემი და ქალბატონი ხათუნას ნამუშევრების განხილვას, 2022 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მაღალქულიანი საკითხებიდან.




      შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო ფორმატში. განვიხილეთ ჩვენი 12 და 8 ქულინი (ფუნქციური წერა) ტესტების ნამუშევრები. ვიმსჯელეთ თანამშრომლებთან ერთად, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მივეცით კოლეგებს რეკომენდაციები, რაც მათ გამოცდაზე გამოადგებათ, გავუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცილება.

    კოლეგების თხოვნით, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს, მოხდა შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რომელიც აიტვირთა ჩვენი სკოლის პედაგოგთა Teams- ის ჯგუფში.

  


     ჩვენთვის, ორგანიზატორებისათვის (მე და ხათუნა სულიაური) მრავლისმომცემი და საინტერესო აღმოჩნდა ეს საღამო. კოლეგებმაც დააფიქსირეს თავიანთი კმაყოფილება და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ფორმატით შემდგომი შეხვედრებისა.

  მადლობა ხათუნა სულიაურს და ჩემ ყველა კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის👭






-----------------
 


-------------------------------------------

No comments:

Post a Comment