Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

კოლეგებთან თანამშრომლობა

კოლეგებთან თანამშრომლობა – მიზანი, შედეგი და პროცესი

კოლეგებთან მუშაობა მხოლოდ ერთ სივრცეში ყოფნა და ერთად მუშაობა არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავაზიაროთ იდეები, შევძლოთ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა და ერთმანეთისგან ვისწავლოთ. როდესაც გუნდი ეფექტურად თანამშრომლობს, თითოეული წევრი თავს მნიშვნელოვანი და გამოსადეგი გრძნობს.

საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაზიარება ზრდის პროდუქტიულობას, აჩენს ახალი, შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ეხმარება საერთო მიზნების შესრულებაში. ერთობლივი მუშაობა ზრდის პასუხისმგებლობას, აძლიერებს გუნდურ ერთობას და ამაღლებს ყველას მოტივაციას.

კოლეგებთან თანამშრომლობა ჩვენი ყოველდღიური წარმატების და გუნდის ძლიერი ურთიერთობების საფუძველია. ნაყოფიერი თანამშრომლობა არა მხოლოდ შედეგზე აისახება, არამედ ზრდის პასუხისმგებლობას, აძლიერებს ერთობას და გვაძლევს შესაძლებლობას პიროვნულად და პროფესიულად გავიზარდოთ.

-----------------------------------------------------------------------------

პროექტი აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება

2023 წლის მარტში eTwinning-ის საერთაშორისო პორტალზე დავაფუძნე პროექტი აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება. პროექტში ჩართულები არიან სკოლები (მასწავლებლები) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

პროექტში 117-ე საჯარო სკოლიდან მონაწილეობას იღებენ და ჩერთვნენ მოსწავლეები და შემდეგი პედაგოგებს:
დოდო სეფაშვილი, ხათუნა სულიაური, ნონა ივანიშვილი, სოფო ლაღიძე, ეთო ჯიმუხაძე, ლიზა ცუცქირიძე, ხათუნა ფარულავა, ლელა ესიავა.

პროექტმა საშუალებას მაძლევს სხვა კათედრის პედაგოგებთანაც დავამყარო მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა. ვგეგმავთ და ვახორციელებთ რიგ აქტივობებს და ღონისძიებებებს, რომლებსაც დეტალურად შემოგთავაზებთ პროექტების განყოფილებაში.
აქ კი აღვნიშნავ, რომ ვფიქრობ, ნაყოფიერი იქნება ჩვენი პროექტის ფარგლებში კათედრათაშორისი ურთიერთობა და დაგიტოვებთ რამდენიმე ღონისძიების ამსახველ საინფორმაციო ვიდეოს.






---------------------

თანამშრომლებთან შეხვდრა: მასწავლებლთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მაღალქულიანი საკითხების განხილვა.


2023 წლის 6 თებერვალს, ჩვენს სკოლაში, მე და ჩემმა კოლეგა ხათუნა სულიაურმა, გამართეთ ონლაინ შეხვედრა თანამშრომლებთან, Teams-ის პლატფორმის გამოყენებით. 

                               
      


შეხვედრის მიზანი იყო 2022 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მაღალქულიანი საკითხების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და კოლეგებისთვის პრაქტიკული რჩევების მიწოდება.




      შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო ფორმატში. განვიხილეთ ჩვენი 12 და 8 ქულინი (ფუნქციური წერა) ტესტების ნამუშევრები. ვიმსჯელეთ თანამშრომლებთან ერთად, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მივეცით კოლეგებს რეკომენდაციები, რაც მათ გამოცდაზე გამოადგებათ, გავუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცილება.

    კოლეგების თხოვნით, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს, მოხდა შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რომელიც აიტვირთა ჩვენი სკოლის პედაგოგთა Teams- ის ჯგუფში.

  


    
შეხვედრა აღმოჩნდა საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესოც, რადგან შესაძლებელი გახდა ცოდნის გაზიარება, რეკომენდაციების მიცემა და თანამშრომლობაში არსებული გამოცდილების გამდიდრება. 

კოლეგებმა გამოხატეს კმაყოფილება და ინტერესი მსგავსი შეხვედრების გამეორების მიმართ, რაც ასახავს ჩვენი გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის სიღრმეს. მადლობა ხათუნა სულიაურსა და ყველა კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის 👭
  






-----------------
 




-------------------------------------------

ჩემი "კრიტიკული მეგობარი" - კოლეგა ხათუნა სულიაური. 


   2022 წლის 21 იანვარს VIII/დ კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე, ჩემი თხოვნით, დამესწრო ჩემი "კრიტიკული მეგობარი",  ხათუნა სულიაური. მოხდა გაკვეთილის მსვლელობის ვიდეოჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის ჩატარების შემდგომ მე და ჩემმა კოლეგამ ინდივიდუალურად შევაფასეთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, წინასწარ შეხვედრაზე ერთად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. შემდგომ, შევადარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები, გავაკეთეთ ანალიზი და  დაკოლეგისაგან მივიღე როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი უკუკავშირი. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ჩემთან პროდუქტიული და კოლეგიალური მუშაობისათვი👭

გაკვეთილის გეგმა

რესურსი - PowerPoint

ჩემი გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერი:

                                


                               


                             


                              


 უკუკავშირი "კრიტიკული მეგობრის" მხრიდან


                        



                      


--------------------------------

 ჩემი "კრიტიკული მეგობარი" - კოლეგა ხათუნა სულიაური. 

2022 წლის 15 ნოემბერს IIIდ კლასში დავესწარი გაკვეთილზე კოლეგა ხათუნა სულიაურს, როგორც კრიტიკული მეგობარი. გაკვეთილზე ასახსნელი თემა იყო ,,ასოითი გამოსახულება". მოხდა გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მეც და ჩემმა კოლეგამაც ვნახეთ ჩანაწერი და თითოეულმა   დამოუკიდებლად გავაკეთეთ პატარა ჩანაწერები . ამის შემდეგ ჩვენი ჩანაწერები ერთმანეთს შევადარეთ და კოლეგას  მივეცი პროფესიული რჩევები.

დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა სულიაურს მრავლისმომცემი და საინტერესო გაკვეთილისათვის👭


ხათუნა სულიაურის გაკვეთილი
ჩემი რეფლექსია ხათუნა სულიაურის გაკვეთილთან დაკავშირებით
ჩემი უკუკავშირი კოლეგას


                              


                           

            
              ---------------------------------

No comments:

Post a Comment