Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

ჩემი სკოლა

      სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლა       

ჩვენი სკოლის  Facebook გვერდი              ჩვენი სკოლის TikTok გვერდი





 
,,ჩვენთან ერთად გაიარეთ გზა წარმატებისკენ!”




ინფორმაცია სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლის შესახებ

ქ. თბილისის 117-ე სკოლა დაარსდა 1961 წლის პირველ სექტემბერს, ფუნქციონირებდა ქართულ-რუსული სექტორი. ოთხსართულიანი შენობა კეთილმოწყობილი იყო ბიბლიოთეკით, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, შრომისა და ხატვის კაბინეტ-ლაბორატორიებით. პირველი დირექტორი იყო ალეკო კაპანაძე, რომლის ხელმძღვანელობის დროს სკოლამ დაიმკვიდრა ადგილი რესპუბლიკის საუკეთესო სკოლებს შორის. 1964 წელს რუსული სექტორი შეუერთდა 108-ს საშუალო სკოლას. პირველი პედაგოგები იყვნენ: თინათინ ლეკიაშვილი, სვეტა აწყვერელი, ნატო ბიძინაშვილი, ლენა ქადაგიშვილი, თინათინ თითბერიძე, მერი და ლუიზა ხარტიკოვები, ნანული ცირდავა, ნინო აფციაური, ნათელა ჯიოშვილი, ეთერ ბეჟიტაშვილი, ანგელინა კეკელიძე, გოგი მიქაძე და სხვანი. მოსწავლეთა კონტიგენტის მომატების გამო, 1974 წელს სკოლას მიაშენეს მეორე ფლიგელი. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, სკოლა გამოირჩეოდა მედალოსანთა სიმრავლით. მედალოსნები იყვნენ: ქეთევან მიქაძე, ნიკო კობახიძე, დალი შველიძე, მაია მაისაშვილი, ნანული კაჭარავა, იამზე მელიქიძე, ლია ჩხარტიშვილი, გიორგი რაქვიაშვილი, რაზმიკ ოვანესიანი, გალინა სიზოვა, სვეტლანა სიზოვა, ალექსანდრე კურშინი, როზა პატარავა, ნინო შპიროვა, იზოლდა ხავსიაშვილი, ვიქტორ გრიგორიანი, მედეა ლომაშვილი, რიტა ლომაძე, კარენა მურადიანი, ნათელა გერმანოზაშვილი, ნელი ნავროზაშვილი, ლია ღვინაძე, ლეილა რაზმანიშვილი, ლიმერი ცხვირაშვილი, ვიქტორია გორელიკოვა, ლარისა კრავცოვა, ტატიანა შპირო, ნადეჟდა სვოევა, ბელა ხელაშვილი, ლეილა ჩხიროძე, ლია ხორბალაძე, ნათია ხუნძაყიშვილი, მაია შველიძე, მანანა ვახტანგაძე, მაია წიკლაური, ეკა სანიკიძე, მზია საძაგლიშვილი, ინგა კაციტაძე, თამარ გაბუნია და სხვები. ალეკო კაპანაძის შემდეგ სხვადასხვა წლებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ: მიხეილ სვანიძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, ნელი კობახიძე, მადონა ძნელაძე, რეზო მამაცაშვილი, რამაზ სუპატაშვილი, იაგო ელერდაშვილი, ლია როსტიაშვილი, დალილა ზუხბაია, დავით ჭეიშვილი. რომელთა მოღვაწეობის პერიოდში სკოლა ინარჩუნებდა საუკეთესო ტრადიციებს. 1995 წელს სკოლას სათავეში ჩაუდგა რამაზ სუპატაშვილი. ამ პერიოდში სკოლაში ირიცხებოდა 1700-მდე მოსწავლე, იყო 51 კლასი, 10-11 კლასებში პროფილური სწავლება განხორციელდა ჰუმანიტრულ და ტექნიკურ საგნებში. შეიქმნა კლასის ხელმძღვანელთა ინსტიტუტი, დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლება დაიწყო. 1995 წელს შეიქმნა მოსწავლეთა თვით მმართველობითი ორგანო დარბაზი- “ფენიქსი”, ფუნქციონირებდა რადიო “117”, ჩამოყალიბდა კლუბები რომელთა ინიციატივით იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებები, რამაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება უფრო ხალისიანი და საინტერესო გახადა. დარბაზ- “ფენიქსი”-ს პირველი პრეზიდენტი იყო ზურაბ ქოქოსაძე, შემდეგი ადა ნარდაია, თეონა ხაზალია, თეა ცილიკიშვილი, გიგლა ფრუიძე, გიორგი დანელია. სკოლაში შეიქმნა კათედრები: 1. ჰუმანიტარული საგნების – ხელმძღვანელი ბაია თანდარაშვილი; 2. ტექნიკური საგნების – ხელმძღვანელი ელენე ახალაია; 3. საბუნების მეტყველო საგნების – ხელმძღვანელი ნანა ბაღაშვილი; 4. უცხო ენების – ხელმძღვანელი მაია გოგოლაძე; 5. ესთეტიკორი – ხელმძღვანელი მერი ხარტიკოვა; 6. დაწყებითი კლასების – ხელმძღვანელი ეთერ ნანობაშვილი. შეიქმნა კომპიუტერული ცენტრი, მენეჯერები: ხათუნა გულიაშვილი, ხათუნა სულიაური და ეკა ჩხაიძე. სკოლას ყავდა მეთოდისტ მასწავლებლები: სვეტა აწყვერელი, ნათელა ჯიოშვილი და სუსანა ერზიკიანი. ქალაქის საუკეთესო მასწავლებლები იყვნენ: დალი შუშტაკაშვილი (გერმანული ენის), ლუიზა ხარტიკოვა (რუსული ენის), მაია კოჭლამაზაშვილი (მათემატიკოსი). არაერთი დიპლომი და ჯილდოები, ფასიანი საჩუქრები აქვთ მიღებული შემდეგ პედაგოგებს: ლუიზა და მერი ხარტიკოვებს, თინა ლეკიაშვილს, თინა თითბერიძეს, სვეტა აწყვერელს, ნუნუ ადუაშვილს, მერი მიქაძეს, ნათელა ჯიოშვილს, ბაია თანდარაშვილს, მანანა მაზმიშვილს, ტასო ქეშელაშვილს, მაია გოგოლაძეს, მაია ვაიტაძეს, ხათუნა ფარულავას, ნანა ბაღაშვილს, სირენა ნაყოფიას, ეთერ ნანობაშვილს, ნანული ცირდავა, ლაურა ნასყიდაშვილს, იამზე ჭეიშვილს, რუსუდან ხიჯაკაძეს, რუსუდან ტყეშელაშვილს, მაია ბურდულს, მარინა როსტომაშვილს, ციცო ფანჩულიძეს და სხვებს. 1996 წელს დაინიშნა სკოლის ფსიქოლოგი მზია ბეგაძე. 1997 წლიდან სკოლაში დრო და დრო იმართებოდა მოსწავლეთა თვით მმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტი – “თვითმმართველობის ერთი დღე სკოლაში”, რომლის დროსაც სკოლის მმართველობა და სასწავლო პროცესის წარმართვა ერთი დღით ხდებოდა მოსწავლეთა მიერ. სკოლას ყავდა ექიმი – ელენე ... ექთანი – ლილი ბექაური. საინტერესო ღონისძიებებს მართავდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლამარა მგალობლიშვილი და სვეტა სხირტლაძე. 2008 წელს წარმატებული მასწავლებლის წოდება მიენიჭათ: სვეთა აწყვერელს, ლუიზა ხარტიკოვას, მაია ვაიტაძეს, ნუნუ ადუაშვილს, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით აფხაზეთიდან ტოლვილი მოსწავლის თემა “დავბრუნდები აფხაზეთო ჩემო” გაიმარჯვა პარიზში გამართულ კონფერეციაზე. სხვადასხვა წლებში სკოლის დირექტორის მოადგილეები იყვნენ: ალექსანდრე სანიკიძე, ნოდარ ფიჩხაია, მაია კატალევსკაია, თინათინ ყიპიანი, ვახტანგ აფრიდონიძე, თამაზ ნათაძე, გიორგი მურღულია, ნელი კობახიძე, ბაია გაჩეჩილაძე, ნატო ბიზინაშვილი, ვალიკო ლებანიძე, ნუგზარ მასხულია, შოთა ჯანიბეგაშვილი, ნუგზარ კედელაშვილი, ეთერ ნანობაშვილი, ნათელა ვეშაპიძე, ლუიზა ახალკაცი, მაია გოგოლაძე, მაია ვაიტაძე, ხათუნა ფარულავა, მარიეტა საყვარელიძე, ზურაბ დოლბაძე, მანანა ტალახაძე, თინა ჯაფარიძე, ბორის ნიჩიპეროვიჩი, ნინო ნატროშვილი, სამნეო დარგში დირექტორის მოადგილეები იყვნენ: იზა ხუნძაყიშვილი, ლილი ბექაური, ანზორ ქერაშვილი, მამუკა აბრამიშვილი. მასობრივი მუშაობის ორგანიზატორი იყო იამზე ჭეიშვილი. სკოლის ეზოს კეთილმოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლამარა ჯალიაშვილს, (მისივე ხელმძღვანელობით დაიდგა ილია ჭავჭავაძის ძეგლი), მერი და ლუიზა ხარტიკოვებს, ლუშა ბასილაიას, იამზე ჭეიშვილს, კლასის დამრიგებლებსა და ნორჩ ეკოლოგებს, ისტორიის მასწავლებლის ლილი ცხონდიას ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში დაიდგა სამამულო ომის მონაწილეთა დიდების მონუმენტი. სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით: მეტეხის ტაძრის წინამძღვალი მამა აკაკი მელიქიძე, მამა ნიკოლოზ მელიქიძე, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში სოფო ხუხაშვილი, დავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი კობა მელიქიძე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეროვნულ მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენის უფროსი, იურისტ-ექსპერტი კახა ყურაშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გია ჯოხაძე, ანსაბლ პირველი მზიურის წევრები ლია ხორბალაძე, მაია სირაძე, ნინო დათუნაშვილი, ჟურნალისტი დათო აქუბარდია, ისტორიკოსი თამაზ აქუბარდია, ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი დავით კერესელიძე, უამრავი ექიმი, პედაგოგი, იურისტი, მსახიობი და სხვა დარგის ადამიანები. სკოლა განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ქალბატონმა მაია მეტონიძემ, რომელიც გამოირჩევა კარგი ადამიანობით, სამართლიანობითა და გულისხმიერებით.
ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ია ღვინაძე, რომლის ენთუზიაზმი, საქმისადმი ერთგული და ხალისიანი დამოკიდებულება მთელ სასკოლო საზოგადოებას საჭირო მაგალითად და მოტივაციად გვევლინება.




No comments:

Post a Comment