Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

 
მათემატიკის კვირეული 2024-2025 ს/წ.

სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, კათედრის წევრების მიერ ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:
7-11 კლასებში გაიმართა კონკურსი რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში. კონკურსი საინტერესოდ წარიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
1. ა.ფ (პედაგოგი ლ. გ)
2. ნ.ტ ( პედაგოგი ლ. კ)
3 . გ.ა ( პედაგოგი ნ.ჩ).
მეექვსე კლასებში გაიმართა იაპონური, ლოგიკური უნარების განმავითარებელი თამაშის ,,სუდოკუს'' კონკურსი საპრიზო სამეული დაიკავეს:
1. ლ.ჩ ( პედაგოგი ბ.კ)
2. ტ.თ ( პედაგოგი ბ.კ)
3. ლ.ს ( პედაგოგი ნ.კ).
მე-8 კლასში დაიწყო ტრიგონომეტრიული ელემენტების შესწავლა. ამასთან დაკავშირებით მე-8(ე) კლასის მოსწავლეებმა (მასწაცვლებელი ლ.მ), მოახდინეს ტრიგონომეტრიული მეთოდით მაღალი შენობის, კერძოდ სკოლის, სიმაღლის გაზომვა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, მათ უფრო მეტი ხალისითა და შემართებით განაგრძეს აღნიშნული საკითხის შესწავლა.

კათედრის თითოეულმა პედაგოგმა კლასებში განახორციელა პროექტები სხვადასხვა თემებზე ,მოეწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.
ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
თითოეული კონკურსი ძალიან სახალისო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისთვის, მათ უფრო გაიუმჯობესეს ცოდნა და ლოგიკური უნარები.







No comments:

Post a Comment