პროექტის შესახებ - აჩუქე წიგნი, აჩუქე განათლება
დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში ინტერნეტის და ტელევიზიის განვითარების შედეგად, საგრძნობლად იკლო მოზარდებში წიგნის კითხვის სიხშირემ. პროექტის მიზანია, წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია; წიგნის კითხვის კულტურის, წიგნის სიყვარულის ჩამოყალიბება; სხვადასხვა ჟანრის ქართული და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა; მოსწავლის კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, კომუნიკაციის, კრეატიულობის, პრეზენტაციის, სოციალური უნარების განვითარება. მოსწავლეებში სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაღმავება და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.
პროექტის ინსპირაციას და სასტარტო აქტივობას წარმოადგენს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს შორის განხორციელებული წიგნის ჩუქების აქტივობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აჩუქებენ ერთმანეთს წიგნებს; თითოეული მოსწავლე წაიკითხავს საჩუქრად მიღებულ წიგნს; მოსწავლეები გაეცნობიან ავტორების ბიოგრაფიებს, შექმნიან მასზე და წიგნის შინაარსზე ელექტრონულ წიგნებს, ნახატებს, აპლიკაციებს, ვიდეო პრეზენტაციებს.
დასკვნით ეტაპზე პროექტში მონაწილე სკოლები ერთმანეთს აჩუქებენ წიგნებს, მოეწყობა ღია სასკოლო ბიბლიოთეკები სკოლებში.
პროექტს გავყავართ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანზე. პროექტის საშუალებით ხელი შეეწყობა წიგნიერების დონის ამაღლებას, მოსწავლეების სასაუბრო ლექსიკის გამდიდრებას, მოსწავლეებში მსოფლმხედველობის განვითარებას და მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
იცით, თუ არა, რომ... ცოტა რამ ახლო ისტორიიდან...
წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ბრძნული საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია ვაჩუქოთ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს. ძველ დროს წიგნის საჩუქრად მიწოდება პატივისცემის გამოხატვის განსაკუთრებულ საშუალებად ითვლებოდა.
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე 2012 წლიდან , 14 თებერვალს აღინიშნება.ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას ვინც კითხულობს და გულთბილად უზიარებს საკუთარ წიგნებს სხვებს, რადგან მიაჩნიათ, რომ წიგნი ყველაზე ღირებული და ძვირფასი საჩუქარია.
ამ ტრადიციის დამაარსებელია მინესოტას სკოლის ბიბლიოთეკარი ემი ბროდმური. ერთხელ მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა დაუსვა კითხვა თუ რატომ არ არის წელიწადში განსაკუთრებული დღე, რომელიც წიგნების ჩუქებას დაეთმობოდა. სწორედ ეს კითხვა გახდა ახალი იდეის წყარო.
წიგნის ჩუქების დღე შთააგონებს ხალხს ერთმანეთთან საინტერესო წიგნების გაზიარებას და გვაჩვენებს, რომ წიგნი დღემდე ითვლება აქტუალურ საჩუქრად და არ კარგავს თავის ძალასა და მნიშვნელობას ტექნოლოგიის განვითარების ეპოქაშიც კი!
გამოჩენილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს მსოფლიოში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ამ დღეს ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებებით, ახალი საბავშვო წიგნების პრეზენტაციებით, საჩუქრებითა და პრემიებით.
ყოველწლიური ღონისძიებების ინიციატორი საყმაწვილო ლიტერატურის საერთაშორისო ორგანიზაციაა (IBBY).
No comments:
Post a Comment