წიგნის საერთაშორისო დღე!
"აჩუქე წიგნი, აჩუქე განათლება"
ჩვენი პროექტის ერთ-რთი აქტივობა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეს იყო წიგნების გაჩუქება ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.
📚 წიგნის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლაში
წიგნის საერთაშორისო დღე ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამ დღეს ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა შევთავაზეთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს – წიგნების გაცვლისა და გაჩუქების ფორმატში. თითოეულმა მონაწილემ თავისი საყვარელი წიგნი მეგობარს ან კოლეგას აჩუქა და მასთან ერთად საინტერესო ისტორიაც გაუზიარა.
ეს განსაკუთრებული დღე 1995 წელს UNESCO-მ დააწესა, როგორც პატივისცემა წიგნისა და ავტორებისადმი. ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა – 23 აპრილი ცნობილი მწერლების, მათ შორის უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეც არის. ამიტომ წიგნის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში ადამიანებს ახსენებს, რომ კითხვის სიყვარული და ცოდნის გაზიარება ყველას გვაერთიანებს.
ჩვენი სკოლის წიგნების გაცვლის ტრადიციამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გაზიარებული წიგნი ყოველთვის ახალ მეგობრობას ან ახალ იდეას აჩუქებს მკითხველს.

No comments:
Post a Comment