
პროექტი: "საახალწლო მათემატიკის ჯადოსნური ნაძვისხე" 
მე-6/ე კლასის მოსწავლეებთან ერთად საოცარი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც საახალწლო სულისკვეთებასა და მათემატიკურ ცოდნას აერთიანებს!
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:
მოსწავლეებმა სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა გამოიყენეს ნაძვისხის კონსტრუქციისთვის, რაც მათ სივრცითი აზროვნების და ფორმების გამოყენების უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
თითოეულმა მოსწავლემ შექმნა საინტერესო საახალწლო ამოცანები მათემატიკის თემებზე, რაც დიდი შემოქმედებითი და ანალიტიკური პროცესის ნაწილი იყო.
მოსწავლეებმა შეიმუშავეს კითხვები და ამოცანები, რომლებიც მათემატიკის სხვადასხვა თემას მოიცავდა, რაც თანაკლასელებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა!
პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა ნაძვისხის ჯიბეებში მოათავსეს საკუთარი შეკითხვები და ამოცანები, რომლებიც ნაძვისხის დეკორაციებად იქცა. ვიქტორინის დროს, გუნდურად ამოიღეს შეკითხვები ნაძვისხის ჯიბეებიდან, პასუხები გუნდებში განიხილეს და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. ეს პროცესი მათთვის ცოდნის სისტემატიზაციის და გუნდური მუშაობის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო!
ვიქტორინის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ერთმანეთი გულწრფელი და თბილი მილოცვებით გაახარეს. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი არა მხოლოდ მათემატიკური უნარების გამოვლენისთვის, არამედ შემოქმედებითი და გუნდური მუშაობისთვის. სიხარულის ეს განსაკუთრებული მომენტი კიდევ უფრო გაალამაზა დღის საახალწლო განწყობამ და ერთობლივი ზეიმის სულისკვეთებამ! 
No comments:
Post a Comment