Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

✨ჩემი ფანჯრებიდან დანახული მათემატიკა


✨️მე-9/ბ კლასში განვახორციელეთ პროექტი, "ჩემი ფანჯრებიდან დანახული მათემატიკა", სადაც მათემატიკა და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდა. მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაევალათ პროექტზე მუშაობა.
🌍📐




პროექტის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ საკუთარი ფანჯრიდან დანახული გარემო აღეწერათ მათემატიკურად, რაც მოიაზრებდა მათი ფანჯრიდან დანახული ობიექტებში მათემატიკის დანახვას, ან მათემატიკის გამოყენების აღწერას. პროექტის განმავლობაში მათ შეძლეს ფანჯრიდან დანახული სამყაროს მათემატიკური ენით ახსნა და გააზრება.





🔍მოსწავლეებმა ფანჯრიდან დანახული ობიექტები მათემატიკურ ენაზე აღწერეს, გააანალიზეს მათი ფორმები, ზომები და მათემატიკური პრინციპები.


🌆🏡გარდა ამისა, თითოეულმა მოსწავლემ წარმოგვიდგინა თავიანთი ფანჯრიდან გადაღებული ხედის ფოტოები, სადაც მათ შეარჩიეს ერთი ობიექტი, აღწერეს იგი მათემატიკურად და შესთავაზეს დანარჩენ კლასს გამოსაცნობად. 🏠🌳🚗




ასევე, მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ფაქტები და ისტორიები მათემატიკაზე, რამაც გაკვეთილი უფრო შემეცნებითი და მრავალფეროვანი გახადა.




შედეგი:

💡მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ გამოიყენება გეომეტრია და, ზოგადად, მათემატიკა რეალურ ცხოვრებაში.
💡გაიგეს, როგორ უკავშირდება მათემატიკა ისტორიულ და ყოველდღიურ ამბებს, რაც მათემატიკისადმი ინტერესს ზრდის.
💡ერთად შევქმენით მათემატიკური ინტერაქტიული თამაში, რომელმაც გაკვეთილი უფრო შემოქმედებით და სახალისოდ აქცია.
💡საბოლოოდ, ყველას გვქონდა შესაძლებლობა, უფრო ღრმად დავფიქრებულიყავით, რა როლს ასრულებს მათემატიკა ჩვენს ყოველდღიურობაში.





🎉 მადლობა ჩემს საოცარ მოსწავლეებს ასეთი ენთუზიაზმისა და კრეატიულობისთვის! 💙



📢 შენც შეგიძლია გაიხედო ფანჯრიდან და იპოვო მათემატიკა შენს სამყაროში!
მათემატიკის პედაგოგი Nako Kobakhidze
კლასის დამრიგებელი სოფო ლაღიძე























No comments:

Post a Comment