ვიზიტი ბიბლიოთეკაში/წიგნის ფესტივალზე - აჩუქე წიგნი, აჩუქე განათლება.
eTwinning-ის ეროვნული პროექტის, "აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება" პროექტი "აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება" ფარგლებში, 10 მაისს, სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა განახლებული, ლეგენდარული საცავი, ვახტანგის სტამბის გამოცემები, ილია ჭავჭავაძის კოლექცია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია და სხვა რესტავრირებული უნიკალური გამოცემა.
"თბილისის 117-ე საჯარო სკოლის პედაგოგები: სოფო ლაღიძე, ლიზა ცუცქირიძე, ლელა ესიავა და ნონა ივანიშვილი, პროექტში ჩართულ მოსწავლეებთან ერთად, 26 მაისს ვიმყოფებოდით "თბილისის წიგნის ფესტივალზე".
სიამოვნებით და დიდი ინტერესით დავათვალიერეთ სხვადასხვა გამომცემლობების წიგნები, შევხვდით ახალგაზრდა ავტორებს და გავეცანით მათ შემოქმედებას, შევიძინეთ წიგნები, როგორც საკუთრად ჩვენთვის, ასევე საჩუქრად პროექტის პარტნიორი სკოლებისათვის და ჩვენი "ღია სასკოლო ბიბლიოთეკისათვის", რომლის გახსნასაც ვგეგმავთ ივნისის თვეში. "
No comments:
Post a Comment