ჩემი "კრიტიკული მეგობარი" - კოლეგა ხათუნა სულიაური.
2022 წლის 21 იანვარს VIII/დ კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე, ჩემი თხოვნით, დამესწრო ჩემი "კრიტიკული მეგობარი", ხათუნა სულიაური. მოხდა გაკვეთილის მსვლელობის ვიდეოჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის ჩატარების შემდგომ მე და ჩემმა კოლეგამ ინდივიდუალურად შევაფასეთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, წინასწარ შეხვედრაზე ერთად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. შემდგომ, შევადარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები, გავაკეთეთ ანალიზი და დაკოლეგისაგან მივიღე როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი უკუკავშირი. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ჩემთან პროდუქტიული და კოლეგიალური მუშაობისათვის👭
2022 წლის 15 ნოემბერს IIIდ კლასში დავესწარი გაკვეთილზე კოლეგა ხათუნა სულიაურს, როგორც კრიტიკული მეგობარი. გაკვეთილზე ასახსნელი თემა იყო ,,ასოითი გამოსახულება". მოხდა გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მეც და ჩემმა კოლეგამაც ვნახეთ ჩანაწერი და თითოეულმა დამოუკიდებლად გავაკეთეთ პატარა ჩანაწერები . ამის შემდეგ ჩვენი ჩანაწერები ერთმანეთს შევადარეთ და კოლეგას მივეცი პროფესიული რჩევები.
დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა სულიაურს მრავლისმომცემი და საინტერესო გაკვეთილისათვის👭
















No comments:
Post a Comment