პროექტი "მათემატიკა და ჩვენი სამყარო"
2022-2023 სასწავლო წელი
მოსწავლეები გაეცნობიან მათემატიკის ისტორიას, ცნობილ მათემატიკოსებს და მათ ღვაწლს მათემატიკის განვითარებაში. დაინახავენ მათემატიკის სწავლის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. დარწმუნდებიან რომ მათემატიკის როლი დიდია მეცნიერებების მიღწევებში. ისწავლიან ელექტონული რესურსების გამოყენებას. გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარები. აუმაღლდებათ მოტივაცია.
პროექტში ჩაერთო სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლა, სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლა, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლა, სსიპ ქ. თბილისის N108 საჯარო სკოლა, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო სკოლა, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩეთის საჯარო სკოლა, სსიპ თბილისის N120 საჯარო სკოლა.
პროექტზე მუსაობა დავიწყეთ eTwinning-ის პლატფორმაზე, რომელმაც საშუალება მოგვცა ქვეყნის სხადასხვა სკოლის პედაგოგებს გაგვეცნო ერთმანეთი, გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის ჩვენი მუშაობის პრინციპები, მეთოდები და ცვენი ხედვები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეების მონაწილეობით კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ერთობლივი გადაწყვეტილებით დაირქმევს სახელს. ჯგუფების წევრები ერთმანეთს და დანარჩენ ჯგუფებს გაუზიარებენ თავიანთ მოლოდინებს პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებით. თითოეულ ჯგუფს პროექტთან დაკავშირებით მიეცემა შემდეგი ოთხი თემა: მათემატიკის განვითარების ისტორია, ცნობები ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიიდან, ცნობილი ფრაზები მათემატიკაზე, მათემატიკის როლი სხვადასხვა მეცნიერებაში, მათემატიკის საჭიროება ყოველდღიურ საქმიანობაში. ჯგუფის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს ჯგუფში სამუშაოდ.
აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება
ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას ცნობილი მათემატიკოსების შესახებ, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიებს; გააცნობიერებენ მათ ღვაწლს მათემატიკის განვითარების საქმეში; გაეცნობიან მათემატიკის განვითარების ისტორიას. გაიაზრებენ მათემატიკის, როგორც მეცნიერების ფუნდამენტური დარგის მნიშვნელობას; მოიძიებენ ცნობილ გამონათქვამებს მათემატიკაზე. მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას, შესწავლას, დახარისხებას. მოამზადებენ კედლის გაზეთს / ელექტრონულ წიგნს.
აქტივობა 3. საინფორმაციო ბუკლეტი - მათემატიკის როლი სხვადასხვა მეცნიერებებში და სასწავლო დისციპლინებში
ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას მათემატიკის როლთან დაკავშირებით მეცნიერებებში და სასწავლო დისციპლინებში. შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს.
აქტივობა. 4. სარეკლამო პოსტერის შექმნა
მოსწავლეები გამოიკითხავენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ზრდასრულ ადამიანებს, ასევე თავადაც დაფიქრდებიან, ყოველდღიური საქმიანობის რომელ სფეროში სჭირდება ადამიანს მათემატიკის ცოდნა. შექმნიან სარეკლამო პოსტერებს.
აქტივობა. 5. შეჯამება, კროსვორდების შექმნა
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის სხვა წევრების ნამუშევრებს, შეაჯერებენ ინფორმაციას, გაამთლიანებენ მიღებულ ცოდნას და თითოეული ჯგუფი შექმნის კროსვორს დანარჩენი ჯგუფებისათვის პროექტში განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით.
მოსწავლეები გაეცვნენ ერთმანეთს და წარმოგვიდგინეს თავიანთი მცირე რეზიუმე.
ჩემი სკოლიდან პროექტში ჩავრთე ჩემი მოსწავლეები VII/დ და VIII/დ კლასიდან. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ eTwinning-ის ფარგლებში. პროექტის სახელწოდება და შინაარსი შეიქმნა ბავშვების უშუალო ჩართულობით. თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა მათემატიკური პროექტის საკუთარი ვერსია — განსხვავებული შინაარსითა და განსხვავებული სახელწოდებით. ამით ბავშვებმა არა მხოლოდ ფანტაზია და შემოქმედება გამოავლინეს, არამედ ისიც აჩვენეს, რომ მათემატიკას შეიძლება უამრავი კუთხით შევხედოთ.
მოსწავლეთა ნამუშევრებს წარმოგიდგენთ პადლეტის საშუალებით.
პროექტის მეორე ეტაპი განსაკუთრებით საინტერესო იყო. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შექმნეს ელექტრონული პოსტერები, რომელშიც წარმოაჩინეს, როგორ გამოიყენება მათემატიკა სხვადასხვა სფეროში — სპორტში, ხელოვნებაში, კულინარიაში, არქიტექტურაში, ტექნოლოგიებში და სხვ. თითოეულმა მოსწავლემ დამოუკიდებლად გააფორმა თავისი ნამუშევარი, თუმცა პროცესის ბოლოს მთელმა გუნდმა ერთად ნახა და განიხილა თითოეული პოსტერის იდეები, მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ნამუშევრები, უკუკავშირი მიიღეს ერთმანეთისგან და გააუმჯობესეს ხედვები.
ეს პროცესი დაეხმარა მოსწავლეებს არა მხოლოდ ინდივიდუალურად შემოქმედების განვითარებაში, არამედ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და იდეების, სხვისი ხედვების, სხვების ნამუშევრების კონსტრუქციული განხილვის უნარების განვითარებაშიც. საბოლოო ჯამში, მიღებული ნამუშევრები ნათლად აჩვენებს, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ სასკოლო საგანი — იგი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში და თითოეულმა მოსწავლემ ამ პროცესში შეძლო საკუთარი ხედვის გამოხატვა და მათემატიკის შესწავლის აუცილებლობის დანახვა.
მოსწავლეებმა გუნდურად შექმნეს კედლის გაზეთები სხვადასხვა თემაზე: მათემატიკის ისტორია - როგორ ვითარდებოდა მათემატიკა, ცნობილი ფრაზები მათემატიკაზე, გამოჩენილი მათემატიკოსები და სხვ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, ასევე მათემატიკისადმი ინტერესის გაღრმავებას. გარდა ამისა, პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ, როგორ გამოიყენება მათემატიკა სხვადასხვა სფეროში, და განავითარონ გუნდური მუშაობის უნარები.
No comments:
Post a Comment