Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

 eTwinning-ის პლატფორმის გაცნობა კოლეგებისთვის 

№117 საჯარო სკოლაში

eTwinning-ის პორტალზე რეგისტრაცია და ნავიგაცია და პროექტების ინიცირება - ქ.თბილისის N117 საჯარო სკოლა.
სამუშაო შეხვედრა-შეხვედრის ორგანიზატორები: ნაზი კობახიძე, მაია მეტონიძე, ხათუნა სულიაური.


2022-2023 სასწავლო წელი იყო მნიშვნელოვანი ეტაპი №117 საჯარო სკოლისთვის, რადგან პირველად განხორციელდა ინიციატივა, რომელიც პედაგოგებს eTwinning-ის პლატფორმასთან გაცნობასა და  ამ პლატფორმის გამოყენებით პროექტულ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობდა. სკოლაში მანამდე არ არსებობდა პრაქტიკა, რომ პედაგოგები ამ პლატფორმაზე ჩართულიყვნენ, შესაბამისად, ინიციატივა ახალი და ინოვაციურ ნაბიჯს წარმოადგენდა პროფესიულ განვითარებაში.


პროექტის მიზნები

  • პედაგოგების გააქტიურება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში

  • პროფესიული კომპეტენციების გაღრმავება პროექტული სწავლების მეთოდიკის გამოყენებით

  • თანამშრომლობის კულტურის განვითარება სკოლაში და საერთაშორისო სივრცეში


შეხვედრების ფორმატი

N117 საჯარო სკოლის პედაგოგებმა (ნაზი კობახიძე, ხათუნა სულიაური, მაია მეტონიძე) ონლაინ ფორმატში, პლატფორმა Teems-ის გამოყენებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ შეხვედრა:
  • პედაგოგებს დეტალურად გავაცანით eTwinning-ის პლატფორმა: რეგისტრაცია, ნავიგაცია, პროექტების ინიცირება

  • ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრებზე თითოეულმა პედაგოგმა პრაქტიკულად გაიარა ყველა ეტაპი

  • მოვახდინეთ შეხვედრების ჩანაწერები, რაც შესაძლებლობას იძლევა მისი სამომავლო რესურსად გამოიყენების  

  • ვიდეოს ბმული


შედეგები და უკუკავშირი

  • შეხვედრაზე პედაგოგების მიერ მიღებული უკუკავშირი იყო მაღალი მოტივაციით აღსავსე

  • ჩატარდა ონლაინ ფორმაში გამოკითხვა, სადაც ყველა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა

  • გამოკითხვის შედეგები აჩვენებს:

    • პედაგოგები აღიარებენ eTwinning-ის პლატფორმის მნიშვნელობას პროფესიული განვითარებისთვის

    • ყველა მონაწილე დაინტერესდა პროექტების ინიცირებით და ჩართულობით

    • აქტიურად გამოიხატა მხარდაჭერა პროექტული სწავლების მეთოდის გამოყენების მნიშვნელობის მიმართ

    • უკუკავშირი მთლიანად დადებითი იყო, რაც ხაზს უსვამს შეხვედრების ეფექტურობას

გამოკითხვის ფორმა

ჩართულობა და აქტივობები

  • დაახლოებით 30 პედაგოგი დარეგისტრირდა პლატფორმაზე

  • მონაწილეობდნენ სხვადასხვა eTwinning-ის პროექტში, მათ შორის, ჩემ მიერ იმჟამად დაფუძნებულ პროექტში „აჩუქე წიგნი, აჩუქე განათლება“


პროექტული სწავლების მნიშვნელობა

პროექტული სწავლება ხელს უწყობს:

  • მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას

  • გუნდურ და ინტერაქციულ სწავლებას

  • რეალური პრობლემების გადაჭრას სწავლის პროცესში

  • საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას


დასკვნა და მომავალი ნაბიჯები

  • ინიციატივა წარმატებით განხორციელდა,  პედაგოგებს მიეცა საშუალება პირველად ჩართულიყვნენ საერთაშორისო პლატფორმაში

  • გამოკითხვებისა და შეხვედრის შედეგები აჩვენებს, რომ პედაგოგები მზად არიან ახალი პროექტების წამოწყებისა და პროექტული სწავლების მეთოდის სისტემატურად დანერგვისთვის.

  • შეხვედრის შემდგომი უკუკავშირის ფორმა კოლეგებისგან 

  • მომავალი ნაბიჯები:

    1. პედაგოგთა აქტიური ჩართულობის შენარჩუნება და გაფართოება eTwinning-ის ახალ პროექტებში

    2. მიღებული გამოცდილების გაზიარება შიდა და საერთაშორისო კონტექსტში

    3. სკოლაში პროექტული სწავლების მეთოდის სისტემატიზაცია, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ორგანული ნაწილი


შეჯამება:
ინიციატივის წარმატება ადასტურებს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში პროექტული სწავლება არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ აუცილებელი — ის ერთდროულად ავითარებს პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ზრდის ინოვაციურობის უნარს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას.


ეს

No comments:

Post a Comment