ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!
eTwinning-ის ეროვნული პროექტის, "აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება" ფარგლებში, 10 მაისს, სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა განახლებული, ლეგენდარული საცავი, ვახტანგის სტამბის გამოცემები, ილია ჭავჭავაძის კოლექცია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია და სხვა რესტავრირებული უნიკალური გამოცემა.
მოსწავლეები იმყოფებოდნენ წიგნთსაცავშიც, გაეცნენ და პირადად დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ,,ვეფხისტყაოსნის" გამოცემები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. მოსწავლეებმა იხილეს უძველესი სტამბის ფოტო_ მასალები და გამოცემები, ,,სახარებისა" და ,,ვეფხისტყაოსნის" დღემდე მოღწეული ნიმუშები.
ეროვნული მუზეუმის ბიბლიოგრაფებმა ისაუბრეს ნიკიფორე ირბახის ( ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ბეჭდური სტამბის დაარსების საქმეში.
პედაგოგ მაკა ჭავჭანიძესთან და მოსწავლეებთან ერთად, ვიმყოფებოდით, ასევე, ილია ჭავჭავაძის პირად კაბინეტში და გავიხსენეთ მისი შემოქმედება.
მოსწავლეებისათვის ფრიად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს დღე. მათ მოინახულეს, ასევე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული გერმანული, ინგლისური და ფრანგული ენის კაბინეტები, საგამოფენო დარბაზი. მოსწავლეებს მეტი სურვილი და მოტივაცია გაუჩნდათ წიგნების წაკითხვის.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა კლასელებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ვიმედოვნებთ, რომ მუხტი, რომელიც ამ დღემ მისწავლეებს შესძინა, გადამდები იქნება სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ჩვენს მოსწავლეებში და ზოგადად სასკოლო თემში.
No comments:
Post a Comment