"მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში"
IX/დ კლასში წარმატებით დავასრულეთ პროექტი:
"მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში".პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე:
როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე – წარმოიდგინეს და აღწერეს როგორი სირთულეები შეიქმნებოდა, თუ მათემატიკა არ იარსებებდა.
მათემატიკის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში – შეისწავლეს, როგორ ვიყენებთ მათემატიკას ფინანსებში, მედიცინაში, ტრანსპორტში, ტექნოლოგიებში, სამზარეულოში რეცეპტების გათვლაში, დროის მართვაში, სპორტში, დიზაინში და სხვა სფეროებში.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მათემატიკა არა მხოლოდ სასწავლო საგანია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს შრომისა და აქტიურობისთვის!კლასის დამრიგებელი: მარიკა დევდარიანი.
No comments:
Post a Comment