პროექტი: "π რიცხვის საოცარი სამყარო!"-VI/ე კლასი
დღეს, 14 მარტს, მსოფლიო აღნიშნავს პი რიცხვის დღეს, რომელიც მათემატიკაში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ და მნიშვნელოვან კონსტანტას წარმოადგენს! 

ჩვენს სკოლაში მე-6/ე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნაზი კობახიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობენ „პი რიცხვის პროექტზე“, რომლის ფარგლებში ისინი სწავლობენ „პი“ რიცხვს, ამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას, ქმნიან კედლის გაზეთებს, ინტერაქტიულ თამაშობებს და სხვა საინტერესო აქტივობებს.
უახლოეს პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში, წარადგინონ თავიანთი პროექტი და თავიანთი ნამუშევრები გაუზიარონ ერთმანეთს, რათა ერთად აღმოაჩინონ π რიცხვის საოცარი სამყარო! 

მუსიკოსმა დევიდ მაკდონალდმა რიცხვი "პი" გააჟღერა. მან ვიდეოს პატარა აღწერაც დაურთო: "ეს მუსიკა დავწერე იმისთვის რომ დამემახსოვრებია რიცხვი "პი", ვინაიდან მუსიკას უფრო ადვილად ვიმახსოვრებ ვიდრე ციფრებს. გონებაში მელოდია მესმის და ასე ვიხსენებ ციფრებს". ამით მუსიკოსმა ზუსტად დაიმოხსოვრა ის 122 სიმბოლო, რომელიც მძიმის შემდეგ არის "პი" რიცხვში.
No comments:
Post a Comment