Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

Tuesday, August 26, 2025

 

✨ დღეს ფეისბუქზე ყოველი მეორე პოსტი სიხარულს და ბედნიერებას აზიარებს💫💙 განსაკუთრებით მახარებს, რომ ამ სიახლეების მონაწილეებს შორის ჩემი მოსწავლეები, ახლობლებლები და, თუნდაც, უბრალოდ ნაცნობები არიან.

ბავშვებო, თქვენ უკვე სტუდენტები ხართ!
გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას!

გახსოვდეთ, რომ ცოდნა მხოლოდ კარიერას კი არ ქმნის, არამედ უფრო ფართო ჰორიზონტებს გიხსნით — ახალი ადამიანების, შესაძლებლობების, გამოცდილებებისკენ.

რაც მთავარია, სიამოვნებით იარეთ ამ გზაზე, ისწავლეთ არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ერთმანეთისგან, ცხოვრებისგან, საკუთარი წარმატების თუ წარუმატებლობისგან, აღმოჩენებისაგან.

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან წარმატებას გისურვებთ, რომ არჩეული პროფესია გახდეს თქვენი ცხოვრების საყვარელი საქმე!💙
✨️💫


Monday, July 14, 2025

არ დაუჯეროთ!💚



🤦‍♀️
ქუჩაში შემთხვევით მოსმენილი დიალოგის ნაწყვეტი - ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდის დარიგება "დღე-დღეზე" სტუდენტს:
" - სწავლა არ არის აუცილებელი! მთავარია, ლექტორს დაუჯინო ხასიათი! თუ ლექტორს ხასიათი დაუჯინეეე..."
🙏 ბავშვებო, არ დაუჯეროთ!💚

ისწავლეთ, იშრომეთ, დაეუფლეთ შერჩეულ პროფესიას!💚
თქვენი ცოდნითა და უნარებით თქვენს მშობლებს, და-ძმას, ქვეყანას, შვილებს, მომავალ თაობას უნდა გამოადგეთ!💚
ყველას გისურვებთ ღირსეულ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს!💚










Tuesday, April 15, 2025

მათემატიკის კვირეული 117-ე საჯარო სკოლაში 


  სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, კათედრის წევრების მიერ ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

კონკურსი რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში. იაპონური, ლოგიკური უნარების განმავითარებელი თამაშის ,,სუდოკუს'' კონკურსი. ვიქტორინა პარალელურ კლასებს შორის.
კათედრის თითოეულმა პედაგოგმა კლასებში განახორციელა პროექტები და აქტივობები სხვადასხვა თემებზე ,მოეწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

თითოეული კონკურსი ძალიან სახალისო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისთვის, მათ უფრო გაიუმჯობესეს ცოდნა და ლოგიკური უნარები.

Monday, April 14, 2025

 ✨️პროექტი: "π რიცხვის საოცარი სამყარო!"-VI/ე კლასი


📢 🎉 14 მარტი – პი (π) რიცხვის დღე! 🎉
დღეს, 14 მარტს, მსოფლიო აღნიშნავს პი რიცხვის დღეს, რომელიც მათემატიკაში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ და მნიშვნელოვან კონსტანტას წარმოადგენს! 📏🔢
ჩვენს სკოლაში მე-6/ე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნაზი კობახიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობენ „პი რიცხვის პროექტზე“, რომლის ფარგლებში ისინი სწავლობენ „პი“ რიცხვს, ამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას, ქმნიან კედლის გაზეთებს, ინტერაქტიულ თამაშობებს და სხვა საინტერესო აქტივობებს.
უახლოეს პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში, წარადგინონ თავიანთი პროექტი და თავიანთი ნამუშევრები გაუზიარონ ერთმანეთს, რათა ერთად აღმოაჩინონ π რიცხვის საოცარი სამყარო! 🌍🔢
🎶 მანამდე კი, გიზიარებთ დევიდ მაკდონალდის უნიკალურ მელოდიას, რომელიც პი რიცხვის ციფრების მიხედვით არის შექმნილი.

მუსიკოსმა დევიდ მაკდონალდმა რიცხვი "პი" გააჟღერა. მან ვიდეოს პატარა აღწერაც დაურთო: "ეს მუსიკა დავწერე იმისთვის რომ დამემახსოვრებია რიცხვი "პი", ვინაიდან მუსიკას უფრო ადვილად ვიმახსოვრებ ვიდრე ციფრებს. გონებაში მელოდია მესმის და ასე ვიხსენებ ციფრებს". ამით მუსიკოსმა ზუსტად დაიმოხსოვრა ის 122 სიმბოლო, რომელიც მძიმის შემდეგ არის "პი" რიცხვში.




Tuesday, April 1, 2025

სსიპ ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლა 


,,ჩვენთან ერთად გაიარეთ გზა წარმატებისკენ!

✨📚✏️⭐️


Monday, March 31, 2025

 "სკოლაში ჩემი დამხმარე ხელოვნური ინტელექტია"


eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი: "სკოლაში ჩემი დამხმარე ხელოვნური ინტელექტია"
მიმდინარე სასწავლო 2024-2025 წელს ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლის მე-6/ე კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები eTwinning-ის პლატფორმაზე საერთაშორისო პროექტში, "სკოლაში ჩემი დამხმარე ხელოვნური ინტელექტია."
პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის როლის და შესაძლებლობების გაცნობას, სხვადასხვა აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენებას, როგორც სასწავლო პროცესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტში მონაწილე სკოლები საქართველოდან და თურქეთიდან, ყოველი თვის განმავლობაში ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც აძლევს მოსწავლეებს საინტერესო და პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით💡✨️
თითოეული ახალი აქტივობა ამდიდრებს პროექტს, სძენს მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევებს და კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას🌍
eTwinning International Project: "My Assistant at School is Artificial Intelligence"
In the current academic year 2024-2035, 6th grade students of Tbilisi Public School N117 are actively involved in the international project on the eTwinning platform, "My Assistant at School is Artificial Intelligence."
The project aims to introduce the role and capabilities of artificial intelligence, the use of various applications and websites, both in the educational process and in everyday life.
Schools participating in the project from both Georgia and Turkey carry out various activities every month, which gives students interesting and practical experience with modern technologies.
Each new activity enriches the project, equips students with the necessary skills and further strengthens international cooperation.

Monday, January 20, 2025


„საახალწლო მათემატიკის ჯადოსნური ნაძვის ხე“ - სტატია იხილეთ ეტალონი განათლება-ს გვერდზე


 

Tuesday, December 31, 2024

"სეკრეტ სანტა"💖💚

X/ბ კლასი💟🎊

"სეკრეტ სანტა"-ს თამაში ყველა ასაკში სამხიაულოა, განსაკუთრებით სკოლაში. მოახლოვებულ ახალ წელს უფრო მეტი მუხტით გვაგრძნობინებს, უფრო აახლოვებს კლასელებს ერთმანეთთან და ხელს უწყობს კლასის ყველაზე მორცხვი და არააქტიური მოსწავლეების სხვებთან დამეგობრებასაც კი. ამიტომ, კლასის დამრიგებელმა, არცერთ წელს არ უნდა გაუშვას ხელიდან ეს შანსი, რომ საშუალება მისცეს თავის მოსწავლეებს მიიღონ ყველა "სიკეთე" ამ ლამაზი დამკვიდრებული თამაშიდან.

იმისათვის რომ თამაშმა სიხარული და "სარგებელი" მოიტანოს, წესების თავიდანვე შეთანხმებული და გააზრებული უნდა ჰქონდეს თითოეულ მოთამაშეს. მაგალითად, საჩუქრის ღირებულება სჯობია შეთანხმებული იყოს, რომ გული არავის დასწყდეს და რაც მთავარია თავიდანვე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი თავად საჩუქარი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის მუხტი და სიხარული რაც საჩუქრის ჩუქებას და მიღებას მოჰყვება.

წელს ჩემი სადამრიგებლო კლასი 10-ე კლასშია. ამ წელსაც გადავწყვიტეთ "სეკრეტ სანტა" გვეთამაშა, მაგრამ როგორც წინა წელს, წელსაც ერთი მოსწავლე გაჯიუტდა, ვერავინ დაიყოლია. წინა წელს შევძელი მისი დაყოლიება, მაგრამ წელს ყველა რესურსი ამომეწურა. ისიც კი გაიხსენა ბავშვმა და მითხრა, წინა წელს თქვენი ხათრით ვითამაშე და წელს ნუღარ დამაძალებთო. რას ვიზამდი, მისი უფლება იყო, თუმცა გულში დანაკლისის გრძნობა გამიჩნდა.

დავიწყეთ თამაშისთვის მზადება კლასმა ლაშას გარეშე. სახელები გავათამაშეთ. ბავშვებმა საჩუქრების შერჩევაზე ფიქრიც დაიწყეს. საბედნიეროდ ხუთი მოსწავლე კლასში არ იმყოფებოდა, მათ ნაცვლად მე ამოვიღე სახელები ტომრიდან და ჩავინიშნე ვინ ვისის სანტა უნდა ყოფილიყო.

სახლში მისულს ლაშაზე ფიქრი არ მასვენებდა. გავბედე და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე კომუნიკაცია. გზადაგზა მოვიფიქრე, დარეკვის პროცესში და ზარზე რომ მიპასუხა, უკვე ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უკვე ვიცოდი რომ დავითანხმებდი!

ყველაფერი ასე გადაწყდა: მან მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა მითხრა, ჩემი შეთავაზებულის მიხედვით, მის მონაწილეობაზე არავის არაფერი უნდა სცოდნოდა, მხოლოდ ერთმა გოგონამ იცოდა, ვინც ლაშას სანტა იქნებოდა. თავად ლაშამ რათქმაუნდა არ იცოდა, ვინ იყო ეს გოგონა. თვითონ კი თავისი ადრესატისთვის დაიწყო საჩუქარზე ზრუნვა.

დადგა საჩუქრების გადაცემის დღეც, ლაშას გარეშე. მთელი კლასი ფუსფუსებდა: მაგიდები მოაწყეს, სასუსნაოებით გაალამაზეს და საახალწლოდ მორთულ ოთახში პირველმა დავიწყე სიტყვის წარმოთქმა, სანამ სხვა თამაშობების და საჩუქრების გადაცემის ჯერი დადგებოდა. დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში😏

ეს ლამაზი დღე არასდროს დამავიწყდება არც მე და, დარწმუნებული ვარ, არც კლასს. თვითონ ლაშა კი, რა მიზეზითაც ამბობდა უარს თამაშში მონაწილეობაზე, რომ არაფერი ხიბლავდა და მოსაწყენი იყო მისთვის ეს თამაში, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ყოველთვის დიდი სიხარულითა და ემოციებით დაელოდება მეგობრებთან ერთად ამ თამაშს.

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ, სიხარულით და წარმატებით სავსე წელს!💖💚




ეს კი ფეისბუქის პოსტი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ლამაზი დღის ფოტოები💖💚



 

Monday, December 30, 2024

"მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში" 

📊IX/დ კლასში წარმატებით დავასრულეთ პროექტი:
📚"მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში".
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე:
1️⃣ როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე – წარმოიდგინეს და აღწერეს როგორი სირთულეები შეიქმნებოდა, თუ მათემატიკა არ იარსებებდა.
2️⃣ მათემატიკის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში – შეისწავლეს, როგორ ვიყენებთ მათემატიკას ფინანსებში, მედიცინაში, ტრანსპორტში, ტექნოლოგიებში, სამზარეულოში რეცეპტების გათვლაში, დროის მართვაში, სპორტში, დიზაინში და სხვა სფეროებში.
🙌მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მათემატიკა არა მხოლოდ სასწავლო საგანია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
💡 დიდი მადლობა ყველა მონაწილეს შრომისა და აქტიურობისთვის!
კლასის დამრიგებელი: მარიკა დევდარიანი.