"სეკრეტ სანტა"💖💚
X/ბ კლასი

"სეკრეტ სანტა"-ს თამაში ყველა ასაკში სამხიაულოა, განსაკუთრებით სკოლაში. მოახლოვებულ ახალ წელს უფრო მეტი მუხტით გვაგრძნობინებს, უფრო აახლოვებს კლასელებს ერთმანეთთან და ხელს უწყობს კლასის ყველაზე მორცხვი და არააქტიური მოსწავლეების სხვებთან დამეგობრებასაც კი. ამიტომ, კლასის დამრიგებელმა, არცერთ წელს არ უნდა გაუშვას ხელიდან ეს შანსი, რომ საშუალება მისცეს თავის მოსწავლეებს მიიღონ ყველა "სიკეთე" ამ ლამაზი დამკვიდრებული თამაშიდან.
იმისათვის რომ თამაშმა სიხარული და "სარგებელი" მოიტანოს, წესების თავიდანვე შეთანხმებული და გააზრებული უნდა ჰქონდეს თითოეულ მოთამაშეს. მაგალითად, საჩუქრის ღირებულება სჯობია შეთანხმებული იყოს, რომ გული არავის დასწყდეს და რაც მთავარია თავიდანვე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი თავად საჩუქარი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის მუხტი და სიხარული რაც საჩუქრის ჩუქებას და მიღებას მოჰყვება.
წელს ჩემი სადამრიგებლო კლასი 10-ე კლასშია. ამ წელსაც გადავწყვიტეთ "სეკრეტ სანტა" გვეთამაშა, მაგრამ როგორც წინა წელს, წელსაც ერთი მოსწავლე გაჯიუტდა, ვერავინ დაიყოლია. წინა წელს შევძელი მისი დაყოლიება, მაგრამ წელს ყველა რესურსი ამომეწურა. ისიც კი გაიხსენა ბავშვმა და მითხრა, წინა წელს თქვენი ხათრით ვითამაშე და წელს ნუღარ დამაძალებთო. რას ვიზამდი, მისი უფლება იყო, თუმცა გულში დანაკლისის გრძნობა გამიჩნდა.
დავიწყეთ თამაშისთვის მზადება კლასმა ლაშას გარეშე. სახელები გავათამაშეთ. ბავშვებმა საჩუქრების შერჩევაზე ფიქრიც დაიწყეს. საბედნიეროდ ხუთი მოსწავლე კლასში არ იმყოფებოდა, მათ ნაცვლად მე ამოვიღე სახელები ტომრიდან და ჩავინიშნე ვინ ვისის სანტა უნდა ყოფილიყო.
სახლში მისულს ლაშაზე ფიქრი არ მასვენებდა. გავბედე და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე კომუნიკაცია. გზადაგზა მოვიფიქრე, დარეკვის პროცესში და ზარზე რომ მიპასუხა, უკვე ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უკვე ვიცოდი რომ დავითანხმებდი!
ყველაფერი ასე გადაწყდა: მან მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა მითხრა, ჩემი შეთავაზებულის მიხედვით, მის მონაწილეობაზე არავის არაფერი უნდა სცოდნოდა, მხოლოდ ერთმა გოგონამ იცოდა, ვინც ლაშას სანტა იქნებოდა. თავად ლაშამ რათქმაუნდა არ იცოდა, ვინ იყო ეს გოგონა. თვითონ კი თავისი ადრესატისთვის დაიწყო საჩუქარზე ზრუნვა.
დადგა საჩუქრების გადაცემის დღეც, ლაშას გარეშე. მთელი კლასი ფუსფუსებდა: მაგიდები მოაწყეს, სასუსნაოებით გაალამაზეს და საახალწლოდ მორთულ ოთახში პირველმა დავიწყე სიტყვის წარმოთქმა, სანამ სხვა თამაშობების და საჩუქრების გადაცემის ჯერი დადგებოდა. დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში😏
ეს ლამაზი დღე არასდროს დამავიწყდება არც მე და, დარწმუნებული ვარ, არც კლასს. თვითონ ლაშა კი, რა მიზეზითაც ამბობდა უარს თამაშში მონაწილეობაზე, რომ არაფერი ხიბლავდა და მოსაწყენი იყო მისთვის ეს თამაში, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ყოველთვის დიდი სიხარულითა და ემოციებით დაელოდება მეგობრებთან ერთად ამ თამაშს.
გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ, სიხარულით და წარმატებით სავსე წელს!💖💚
ეს კი ფეისბუქის პოსტი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ლამაზი დღის ფოტოები💖💚